კომპიუტერების დონის განვითარებასთან ერთად ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი დანიშნულებით შეგვიძლია მათი გამოყენება. ფიზიკურ ნაწილებთან ერთად ყოველწლიურად ასევე იზრდება პროგრამების დონეც. თანამედროვე სისტემები მაქსიმალურად აკმაყოფილებენ ადამიანების მოთხოვნილებებს კომპიუტერის გამოყენებისას და საკმაოდ ზრდიან მისის მოხმარების კომფორტის დონეს. უახლესი vindousis სისტემები შეიძლება ითქვას რომ კომპიუტერის პატრონების ასისტენდებათაც კი შეიძლება აღიქვათ მათი მოხერხებული და ჭკვიანი ინტერფეისის წყალობით. თუმცა, ასეთი სასარგებლო ალგორითმებით ცხოვრების გაუმჯობესების სანაცვლოდ ასევე აუცილებელია იცოდეთ ვინდოუსის გამართულად მუშაობისთვის საჭირო რამდენიმე ასპექტის უზრუნველყოფის გზებიც.
როგორც წესი ვინდოუსი საკმაოდ ხშირად ანხორციელებს საკუთარი სისტემების განახლებას, რაც ხშირად ავტომატურ რეჟიმში შეიძლება მოხდეს. თუმცა, ვინდოუსის გადაყენება მაინც შეიძლება დაგჭირდეთ სხვადასხვა მიზეზის გამო. თუკი ვინდოუსის ტიპის გამოცვლა გსურთ, ან უბრალოდ გინდათ კომპიუტერი მთლიანად გაასუფთავოთ არასასურველი ფაილებისგან, მაშინ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი გაითვალისწინოთ. ვინდოუსის გადაყენება როგორც წესი კომპიუტერის მახსოვრობის დიდი ნაწილის წაშლასაც მოიცავს, რის გამოც ამ პროცესის დაწყებამდე სჯობს საჭირო აპლიკაციებისა და ფაილების შენახვაზე იზრუნოთ.
ვინდოუსის გადაყენება გაგიმარტივდებათ წაშლამდე საჭირო აპლიკაციების სიის ან საინსტალაციო ფაილების შენახვის წყალობით. მსგავსი ასპექტის დახმარებით გასუფთავებულ კომპიუტერს მალე დააბრუნებთ სამუშაო რეჟიმში. ასევე სასარგებლოა ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემების შენახვაც, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის პაროლები, ბრაუზერის ბუკმარკები და ა.შ კარგი იქნება თუ ცოდნის შემთხვევაში დაიმახსოვრებთ ისეთ მონაცემებსაც, რომლის ცოდნაც შესაძლოა თქვენი ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიას დასჭირდეს vindousis გადაყენების შემდეგ კომპიუტერის ინტერნეტთან დასაკავშირებლად.