ავტომობილები ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილადაა ქცეული. მათი დაზიანება როგორც წესი საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს გეგმებზე, რის გამოც მანქანების თითოეული ნაწილის დაზიანების პრევენცია აუცილებელია. ამისათვის რამდენიმე ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ. ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ ნაწილად ავტომობილის საქარე მინა ითვლება, რადგან მისი დაზიანების შემთხვევაში ხშირად შეუძლებელია ავტომობილით სარგებლობის გაგრძელება აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებამდე.

saqare minis

დაზიანებისას პირველ რიგში უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ არის საჭირო ამ პრობლემის მოგვარება. უნდა დაადგინოთ გჭირდებათ თუ არა saqare minis შეცვლა და შეიძლება თუ არა ხარვეზის გამოსწორება მინის შეკეთებით. სჯობს იზრუნოთ საქარე მინის გამოცვლაზე იმ შემთხვევაში, თუ საქარე მინაზე გაჩენილი ბზარი მძღოლის მხარესაა, თუ მინის დაზიანებული წერტილიდან სამზე მეტი ბზარი გამოდის, თუ საქარე მინის დაზიანება მის კიდეზეა გაჩენილი და საქარე მინის გამოცვლა ასევე რეკომენდირებულია იმ შემთხვევაშიც, თუკი ბზარს აღმოაჩენდ ძველ და ნაკაწრებით დაფარულ საქარე მინაზე.saqare mina

ავტომობილის გამძლეობის დონე საკმაოდაა დამოკიდებული მისი საქარე მინის მდგომარეობაზე. დაზიანებული ან გაბზარული საქარე მინა ავტოავარიის დროს საკმაოდ საშიშ ასპექტს წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ საქარე მინაზე პატარა ბზარის გაჩენისას სასწრაფოდ უნდა იზრუნოთ მის შეკეთებაზე ან მთლიანი მინის გამოცვლაზე. ასეთ დროს საკმაოდ აუცილებელია პრობლემის გაუარესების პრევენცია, რადგან პატარა ბზარი უხეში ზედაპირის და ორმოების მქონე გზაზე გავლის შედეგად შესაძლოა ზომაში ძალიან მარტივად გაიზარდოს. ასეთ დროს მარტივად შესაკეთებელი დაზიანება ადვილად შეიძლება იქცეს საქარე მინის გამოცვლის მიზეზად. 

თქვენი ავტომობილისთვის ახალი saqare minis ჩამოსხმა და მსგავსი სერვისების გამოყენება დაგჭირდებათ იმ შემთხვევაშიც, თუკი გაბზარული საქარე მინით მტვრიან გზებზე სიარულს გადაწყვეტთ. ჭუჭყი ბზარებში შეიძლება ჩავიდეს და მათი შეკეთება კიდევ უფრო გაართულოს. თუმცა, ასეთ დროს არ შეიძლება საქარე მინის დაზიანებული ნაწილის წყლით გაწმენდაც. ბზარებში წყლის ჩასვლის შემთხვევაში საქარე მინის შეკეთება სრულიად შეუძლებელი შეიძლება გახდეს და ასეთ დროს მხოლოდ ახალი საქარე მინის ჩამოსხმა მოაგვარებს თქვენს პრობლემას. ავტომობილების საქარე მინის შეკეთება და გამოცვლა როგორც წესი ბზარის სიდიდეზეა დამოკიდებული. ამიტომ სჯობს მოერიდოთ დაზიანებული საქარე მინის მქონე ავტომობილის მზეში დატოვებას, რადგან სითბომ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბზარების გაფართოება.