ოქროს ხელი

როგორ ცვლის ბორდიური ექსტერიერს – რას ჰყვებიან ,,ლეგის’’ მომხმარებლები

bordiuri

„ლეგის’’ ბორდიური დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არჩევანს წარმოადგენს თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისთვის. კომპანიის მომხმარებელთა მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორად შერჩეული ბორდიური მთლიანად ცვლის როგორც კერძო სახლების, ასევე კომერციული ობიექტების ექსტერიერს.

,,ვიდრე არჩევანს ,,ლეგის’’ ბორდიურზე შევაჩერებდი, ჩემს ეზოს თითქოს არანაირი სტილი არ ჰქონდა, ახლა კი ნამდვილი პარკია’’ – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი. 

„ლეგის’’  ბორდიურის პოპულარობის ზრდა – მიზეზები

ბოლო წლებში „ლეგის’’ საბორტე ქვა (იგივე ბორდიური, ,,ბარდიული’’/,,ბორდიული’’)საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი პოპულარობით სარგებლობს. ეს კი ძირითადად დაკავშირებულია  ლანდშაფტური დიზაინისა და ექსტერიერის მოწყობისადმი ადამიანების მზარდ ინტერესთან.

მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ ხარისხიან ბეტონის ბორდიურებს არა მხოლოდ კერძო ეზოების, არამედ საზოგადოებრივი სივრცეებისთვისაც, როგორიცაა: სკვერები, ბაღები და საზოგადოებრივი ბილიკები. ასევე საკმაოდ თვალშისაცემია მოთხოვნის ზრდა დეკორატიულ ბორდიურებზე, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად მეტად დახვეწილს ხდის.

გარდა ესთეტიკური ფაქტორებისა, მომხმარებლები ბორდიურის შეძენის პროცესში ფოკუსირებულნი არიან ისეთ მნიშვნელოვან მახასიათებლებზე, როგორიცაა ამ მასალის გამძლეობა და პრაქტიკულობა.  ისინი ეძებენ ისეთ პროდუქტს, რომელიც გაუძლებს კლიმატურ ცვლილებებს, ინტენსიურ დატვირთვასა და რომელსაც არ დასჭირდება ხშირი ჩანაცვლება.

ბორდიურების პოპულარობის სტაბილური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ასევე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ინტენსივობის მატება. ახალი ეზოები, ბაღები, საჯარო სივრცეები და ინფრასტრუქტურული პროექტები მუდმივად ზრდის მოთხოვნას საბორტე ქვაზე, რაც, თავის მხრივ, ბაზარზე ამყარებს ისეთი სანდო კომპანიების პოზიციებს, როგორიც ,,ლეგია’’. 

 

პრაქტიკული რჩევები და მნიშვნელოვანი ასპექტები

მომხმარებელთა გამოცდილება ადასტურებს, რომ „ლეგის’’ ბორდიურის არჩევისა და დამონტაჟების პროცესს, ბევრად ამარტივებს საფუძვლიანი დაგეგმვა და პროფესიონალური მიდგომა. ყველაზე დიდი უპირატესობა, რასაც მომხმარებლები აღნიშნავენ, არის ის, რომ „ლეგი’’ სრულფასოვან კონსულტაციას სთავაზობს ყველას – დაწყებული ბორდიურის სწორად შერჩევიდან, დამთავრებული დამონტაჟებისთვის გასათვალისწინებელი დეტალების გაწერით. 

„თავიდან ვფიქრობდით, რომ ყველაფერი თავად დაგვეგეგმა’’, – იხსენებს ერთ-ერთი მომხმარებელი. „მაგრამ ლეგის სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს, ბორდიულის თითოეული ტიპის დანიშნულება და შედეგად, თავიდან ავიცილეთ შეცდომები და დამატებითი ხარჯები’’.

„ლეგის’’ გუნდის მიდგომა განსაკუთრებით იმით არის გამორჩეული, რომ ისინი ყურადღებას აქცევენ თითოეული კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. სივრცის ზომა, დიზაინის სტილი, დატვირთვის ინტენსივობა – ყველა ეს ფაქტორი გათვალისწინებულია რეკომენდაციების პროცესში.

ასეთი პერსონალიზებული სტრატეგია კი იძლევა გარანტიას, რომ ბორდიური არა მხოლოდ ესთეტიკურად მოერგება სივრცეს, არამედ პრაქტიკულადაც მაქსიმალურად ფუნქციური იქნება. 

ბორდიურის ფასი – რა განსაზღვრავს ღირებულებას?

ბორდიურის ფასი მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია, რადგან, რეალურად, მისი ღირებულება არის ის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, გამძლეობას, ფუნქციურობასა და ესთეტიკას. სწორედ ამიტომ, „ლეგის’’ მომხმარებლები ფასს უფრო როგორც გრძელვადიან ინვესტიციას ისე აღიქვამენ, ვიდრე როგორც მოკლევადიან დანახარჯს.

ბორდიურის ფასის განსაზღვრაში პირველ რიგში გადამწყვეტი ფაქტორია მასალა და მისი ხარისხი. ბორდიურები, რომლებიც დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ბეტონისგან, გაცილებით გამძლეა და შესაბამისად ოდნავ მაღალი ფასიც აქვს, თუმცა მომხმარებელმა იცის, რომ ეს პროდუქტი წლების განმავლობაში შეინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზომები და ტიპი. ის ბორდიურები (იქნება ეს დეკორატიული ბორდიური თუ სხვა), რომლებიც განსხვავებულ ფერშია ხელმისაწვდომი, უფრო მეტი რესურსის გამოყენებას მოითხოვს, ამიტომ მათი ღირებულება შედარებით მაღალია. ასევე განსხვავებულია ფასები სატრანსპორტო დატვირთვისთვის განკუთვნილ მასიურ ბორდიურებსა და მსუბუქ, სარეკრეაციო სივრცეებისთვის განკუთვნილ ვარიანტებს შორის.

თუმცა, საბოლოო ჯამში, „ლეგის’’ მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ფასი სრულად ამართლებს მიღებულ შედეგს. მათი გამოცდილებით, სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ბორდიური არა მხოლოდ ამცირებს მომავალ ხარჯებს, არამედ ამაღლებს ქონების ღირებულებასაც. 

Exit mobile version