სახლის მოვლა ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. განსაკუთრებით სერიოზულ ასპექტად ითვლება ისეთ საჭირო ნაწილებზე ზრუნვა, როგორიც სახლის კარებებია. კარის დაზიანება საკმაოდ უსიამოვნო პრობლემად შეიძლება იქცეს იმ შემთხვევაში, თუკი კარგად არ ერკვევით მისი შეკეთების ან მონტაჟის საკითხებში. 

სამწუხაროდ კარების ჩამოხსნა და გამოცვლა ერთ მარტივ მოქმედებას არ წარმოადგენს და ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის გავლაა საჭირო. ექსტერიერის კარების გამოცვლისას აუცილებელია სივრცის ზუსტად გაზომვა, კარის მასალის ჭკვიანურად შერჩევა და სახლის დიზაინის გათვალისწინება მისი ვიზუალის არჩევისას. მსგავსი პროცესის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ კარების სრულყოფილად გამოცვლა 1 დღეში მხოლოდ პროფესიონალ მუშაკებს შეუძლიათ. შესაბამისად კარებების მონტაჟი საკუთარ თავზე არ უნდა აიღოთ, თუ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სწრაფად და  ეფექტურად გსურთ.  karebebis montaji         

პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ ის, თუ რა სახის კარების შეძენა გსურთ. არსებობს ისეთი კარებების კატეგორია, რომელიც გამზადებულია თქვენი სახლის კედელში არსებულ საკიდებზე დასამაგრებლად. ასეთი კარის ჩამოკიდება შედარებით რთულია, რადგან კარის სამაგრები და კედლის საკიდების სახეობები როგორც წესი საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა ფირმის კარს საკუთარი სპეციფიური ჩარჩოს საკიდი სჭირდება. შესაბამისად ხშირად უფრო ჭკვიანურ არჩევანს წარმოადგენს კარის მთლიანი ჩარჩოს გამოცვლა. ასეთ დროს თქვენ მარტივად მოახერხებთ კედელში ჩასმული ახალი ჩარჩოს საკიდებზე მისი შესაფერისი კარის ჩამოკიდებას. კარების ხარვესის აღმოჩენისას მხოლოდ მისი გამოცვლა და ძველი ჩარჩოს დატოვება ერთგვარად ახალი ავტომობილის ყიდვას გავს, თუკი მასზე ძველი მანქანის ბორბლებს დაამაგრებთ. 

ახალი კარის შეძენა და karebebis montaji საკმაოდ სერიოზული საქმეა, რადგან აღნიშნული პროცესის ნაწილს შეადგენს გაზომვის ეტაპი. ცუდად გაზომილი კარის ჩარჩო ან თვითონ კარის ზომა მომავალში საკმაოდ დიდ პრობლემებს შეგიქმნით. ასევე მნიშვნელოვანია კარის მასალის ზუსტად არჩევა იმის მიხედვით, თუ რა სახის ბიუჯეტი გაქვთ გამოყოფილი ამისათვის და რა დონეზე აპირებთ კარების მოვლაზე ზრუნვას.  პროფესიონალების თქმით მეტალის კარები ყველაზე სანდო არჩევანს წარმოადგენს, რადგან იგი ტემპერატურის ზეგავლენის შედეგად არ იღუნება და ასევე ხშირი გაწმენდის გარეშეც კი არ იჟანგება.