ოქროს ხელი

hipermarketi gorgia / ჰიპერმარკეტი გორგია 24/7

hipermarketi gorgia

ჰიპერმარკეტების ცნობილი ქსელი gorgia ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს და აქტიურად ემსახურება ქართველ კლიენტებს. იგი კავკასიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდ კომპანიად ითვლება, რომელიც მოსახლეობას და ცნობილ კომპანიებს სარემონტო და სამშენებლო მასალებით ამარაგებს. აღნიშნული ფირმის მომსახურეობა მაღალი ხარისხის პროდუქტების მოწოდებასთან ერთად ასევე სხვადასხვა სფეროში აქტიურად მუშაობასაც გულისხმობს. „გორგიას“ შემადგენლობაში შედის გიგანტური ჰიპერმარკეტების ქსელი, რომლის დახლებზეც 50 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. იგი ასევე აწარმოებს საკუთარი ბრენდის ექსკლუზიურ მასალებს სამშენებლო და სარემონტო სფეროს 18 კატეგორიაში. კომპანიის ქსელში ასევე შედის „ანთა დეველოპმენტი“, რომელიც მაღალი ხარისხის სავაჭრო და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

ცნობილი კომპანიის მფლობელობაში არსებული სადისტრიბუციო ლოკაციების რაოდენობა 5 ათასს აღწევს და განთავსებულია აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უკრაინაში და სომხეთში, საქართველოსთან ერთად. მსგავსი მასშტაბების ქონის შედეგად gorgia ათასზე მეტი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიის ლოიალურ და სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება უკვე დიდი ხანია. ასევე აღსანიშნავია, რომ გორგიას ქსელში იყიდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი ბრენდის, იკეას უმაღლესი ხარისხის პროდუქტები. გორგია ასევე გთავაზობთ პრემიუმ კლასის პროდუქციის შოურუმს „ლუსონის“ სახით.

gorgia

მრავალფუნქციური ფირმაა, თუმცა მის ძირითად საქმიანობად სამშენებლო და სარემონტო მასალების გაყიდვა ითვლება. აღნიშნულ პროდუქციასთან ერთად ცნობილი ჰიპერმარკეტის ქსელში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ საყოფაცხოვრებო პროდუქცია, სანტექნიკა, გათბობის და გაგრილების სისტემები, ავეჯი, ბაღის აქსესუარები და უმაღლესი ხარისხის „იკეას“ პროდუქტები. საერთო ჯამში გორგიას მაღაზიებში 4 ათასზე მეტი ბრენდის პროდუქციას შეხვდებით, რომლების უმრავლესობის ყიდვაც ექსკლუზიურად მხოლოდ აღნიშნულ ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე (032) 2 960 960 ან ესტუმროთ გორგიას ონლაინ მაღაზიას www.gorgia.ge და მოინახულოთ მისი ფეისბუქის გვერდი. „გორგიას“ დამატებით მომსახურეობების სიაში შედის ინტერიერის დიზაინერის უფასო სერვისი, ხელოსნების ლოიალობის პროგრამა, მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით და ასევე დისტანციური გაყიდვების პროგრამაც. კომპანია ასევე აქტიურად აწარმოებს კორპორაციული კლიენტების მომსახურეობასაც უმაღლეს დონეზე.

Exit mobile version