წლების განმავლობაში საქართველოში სერვისების მიღების ფორმები და
გზები იცვლებოდა. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე გვინდა
მომხმარებელს სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ვებ-
გვერდი შევთავაზოთ, სადაც ერთად ნახავს ყველა ხელოსანს და,
ამავდროულად, ექნება საშუალება გაეცნოს მომხრებელთა შეფასებებს,
რის მიხედვითაც შეარჩევს სასურველ ხელოსანს. ამასთანავე, ჩვენი
მიზანია მაქსიმალურად გავამარტივოთ სერვისების მიღების პროცესი,
ამაზე კი ჩვენი ოპერატორები იზრუნებენ.