ავტომობილების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა და დღესდღეისობით თქვენთვის სასურველი ტიპის ტრანსპორტის შეძენა ერთ-ერთ ყველაზე ადვილ საკითხს წარმოადგენს. თუმცა, არსებობს ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც ნებისმიერი კატეგორიის და ბრენდის ავტომობილის მფლობელებისთვის კარგად ნაცნობ თავის ტკივილად ითვლება. ასეთი პრობლემების სიაში შედის მანქანის ზედაპირზე გაჩენილი ნაკაწრები და შეღუნული წერტილები. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენად ფრთხილად ატარებთ თქვენს ავტომობილს, რადგან ასეთი პრობლემებისგან დაცული არავინ არაა.
ავტომობილის ზედაპირი უამრავი მიზეზით შეიძლება შეგეღუნოთ. ვიღაცამ შეიძლება ავტომობილის კარი გააღოს და მიარტყას თქვენს ავტომობილს ან საცობში დგომისას შემთხვევით გაუსვას მანქანა თქვენს კარებს. სწორედ ამიტომ ხშირად ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ იმაზე, თუ როგორ გაჩნდა კარებზე ან მანქანის ზედაპირის სხვა ნაწილზე ჩაღრმავება ან ნაკაწრი. თუმცა, აშკარაა რომ ასეთი ვიზუალური ხარვეზით სიარული არავის არ სურს, რადგან ეს ავტომობილის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს. პროფესიონალი ჟეშტიანჩიკი როგორც წესი მანქანის ზედაპირზე გაჩენილ ნაკაწრებს და ჩაღრმავებებს საკმაოდ მარტივად ასწორებს, მაგრამ აუცილებელია იცოდეთ ის წესები, რომლებიც ასეთი პრობლემის შემჩნევისას უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში.
ავტომობილის ზედაპირის ჩაღრმავებული წერტილი რაც შეიძლება მალე უნდა აჩვენოთ პროფესიონალს, რათა თავიდან აირიდოთ ნაკაწრებისა და გაღუნული ზედაპირის დაჟანგება. ჟანგი როგორც წესი პრობლემის გამოსწორებას ძალიან ართულებს და შეკეთების პროცესს ბევრად უფრო ძვირ სერვისად აქცევს. მსგავსი დაზიანების აღმოჩენისას ჟეშტიანჩიკის მომსახურეობა სასწრაფოდ უნდა გამოიყენოთ, რათა თავიდან აიცილოთ საღებავის პოტენციური დაზიანებაც. ნაკაწრების ან გაღუნვის პრობლემის ქონის დროს ამინდი, გარეცხვა და სხვა მსგავსი ასპექტებიც კი შესაძლოა ავტომობილის საღებავის ფენის უფრო მეტად დაზიანების მიზეზად იქცეს.
ჟეშტიანჩიკის მომსახურება ძალიან იაფი შეიძლება გამოდგეს იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილის დაზიანებას სწრაფად აღმოაჩენთ და მალე მიიყვანთ მასთან შესაკეთებლად. თუკი ნესტიანი ჰაერის მქონე არეში ცხოვრობთ, მაშინ ორმაგად უფრო ყურადღებით უნდა იყოთ აღნიშნული პრობლემის გაკონტროლებისას. ამის მიზეზი ისაა, რომ ჰაერში არსებულ ჰაერს ნაკაწრების მიერ გამოწვეული დაზიანების გაზრდა შეუძლია სწრაფად და შეუმჩნევლადაც კი.