25 60 60 ავეჯის გადაზიდვის სერვისი 20 წლის წინ დაარსდა. 1997 წლის სექტემბრიდან კომპანიამ საკმაოდ დიდი მონდომებითა და მოტივაციით დაიწყო ფუნქციონირება. მისი სახელი მალევე გახდა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ცნობილი, რადგან მმართველმა გუნდმა მარკეტინგული იარაღები სწორად და ეფექტურად გამოიყენა.

მოკლე და ჭკვიანური რეკლამის წყალობით აღნიშნულმა ავეჯის გადაზიდვის კომპანიამ მალევე დაიწყო დატვირთულად მუშაობა. თავდაპირველად მის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ 1 მანქანა და 2 თანამშრომელი.avejis gadazidvis servisi

20 წლის განმავლობაში 25 60 60 ავეჯის გადაზიდვის სერვისის წარმომადგენლები სრული დატვირთვით მუშაობდნენ და არ წყვეტდნენ კომპანიის გაზრდას და განვითარებას.

შესაბამისად აღნიშნული სერვისის მიღებისას თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ ახალი და თანამედროვე ავტომანქანების მომსახურეობა. კომპანიის ავტო-პარკი დაკომპლექტებულია სპეციალური ავტომობილებით, რომლებიც კონკრეტულად ავეჯის გადასაზიდადაა შექმნილი და თქვენს სპეციფიურ დავალებებს მარტივად შეასრულებს.

კომპანიის თანამშრომლების სია ამჟამად 25 კაციან გუნდს აღწევს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი მუშა-მტვირთავებისგან.

25 60 60 ავეჯის სწრაფად და დაცულად გადაზიდვასთან ერთად ასევე საკმაოდ საინტერესო და საჭირო სერვისების დიდ სიასაც გთავაზობთ. მათი მომსახურეობის ფარგლებში შეგიძლიათ კომპანიისგან მიიღოთ ისეთი შესაფუთი მასალები, როგორიცაა ყუთები, ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი, წებოვანი ლენტი და მუყაოს ნაჭრები.

აღნიშნული მასალები შეგიძლიათ მიიღოთ პირადად, ან კომპანიის მიერ უზრუნველყოთ მათი დახმარებით თქვენი ავეჯის საფუძვლიანად შეფუთვა. მსგავსი მასალების გარდა 25 60 60-სგან შეგიძლიათ ასევე თვითონ გადამზიდი მანქანაც იქირაოთ.ავეჯის გადაზიდვის სერვისი

როგორც პროფესიონალ გადამზიდ კომპანიას შეეფერება, 25 60 60 ავეჯის გადაზიდვის სერვისის წარმომადგენლებიც გთავაზობენ ავეჯის დაშლა-აწყობის სერვისსაც.

თუმცა, ავეჯის გარდა აღნიშნული კომპანია საკმად დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ისეთი სფეროებისთვის დამახასიათებელ სერვისებსაც გთავაზობთ, როგორიცაა მშენებლობა.

25 60 60 შეგიძლიათ გამოიძახოთ მაშინაც კი, როდესაც სახლის დალაგება გჭირდებათ სამშენებლო ნარჩენებისგან. მათი დასუფთავების სერვისები მოიცავს ისეთ ასპექტებსაც, როგორიცაა მატრასების და ხალიჩების ვაკუუმით წმენდა, ფანჯრების და ვიტრაჟების წმენდა და მთლიანი აგარაკების გაწმენდა.

მსგავსი კომფორტული სერვისების მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე ( 032) 2 25 ** ** ან (+995) 577 25 ** ** და ასევე გამოიყენოთ ელ.ფოსტა info@oqrosxeli.ge,  ხოლო კომპანიის თბილისში მდებარე ოფისის მისამართია ქუთათელაძის 8 ნომერი.