ოქროს ხელი

აუგმენტინი – ფასი, ხელმისაწვდომობა და პრაქტიკული რჩევები გამოყენებისთვის

image 3

აუგმენტინი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტია, რომელსაც მოქმედების ფართო სპექტრი გააჩნია. მისი მიღება შეუძლიათ როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებსაც. სწორედ ამიტომ, მას ექიმები ენდობიან და ხშირად ნიშნავენ ხოლმე.

აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ, მასში შემავალი კომპონენტების წყალობით, ინფექციებთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე პრეპარატია. უფრო კონკრეტულად, წამალი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას – ამოქსიცილინსა (ტრიჰიდრატი) და კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილი), ხოლო დამხმარე ნივთიერებებია – კოლოიდური სილიკა, კარტოფილის ნატრიუმის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა 5, ჰიპრომელოზა 15, მაკროგოლი 4000, მაკროგოლი 6000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171) და დიმეთიკონი.

ამოქსიცილინი ანტიბიოტიკია, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას აჩერებს. კლავულანის მჟავა კი, იმ ბაქტერიების წინააღმდეგობას ანეიტრალებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტულები იქნებოდნენ. სწორედ ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა განაპირობებს აუგმენტინის მაღალ ეფექტურობას. მეტიც, უნდა აღინიშნოს, რომ ის ბევრად უფრო ძლიერი ანტიბიოტიკია, ვიდრე თავად ამოქსიცილინი.

რა უნდა გაითვალისწინოთ აუგმენტინის მიღებისას, სად შეგიძლიათ შეძენა და რა ტიპის ინფექციების დროს გამოიყენება – ამ საკითხებზე პასუხს სტატიაში იპოვით. 

რა ტიპის ინფექციების დროს გამოიყენება აუგმენტინი?

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ აუგმენტინი ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული და არა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ექიმმა გასცეს. სწორედ სპეციალისტი განსაზღვრავს მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზირებას. 

მედიკამენტი ეფექტურია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს. 

შესაბამისად, ის ინიშნება: სინუსიტის, ოტიტის, ტონზილიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ბრონქოპნევმონიისა და სხვა მსგავსი შემთხვევების, ცისტიტის, ურეთრიტისა და პიელონეფრიტის, ფურუნკულების, აბსცესების, ცელულიტისა და ჭრილობის ინფექციების სამკურნალოდ. ასევე, გამოიყენება ძვლებისა და სახსრების ინფექციებისა თუ სახის ინფექციების დროს. ექიმის დანიშნულებით, აუგმენტინით ის პაციენტები მკურნალობენ, რომელთაც სეფსისური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი ან მუცლის ღრუს სეფსისი განუვითარდათ. 

როგორ მიიღოთ აუგმენტინი?

რეკომენდებულია, რომ აუგმენტინი ტაბლეტი 1000 მგ ჭამის დაწყებისას მიიღოთ. მას ჭიქა წყალი უნდა მიაყოლოთ და დაუღეჭავად გადაყლაპოთ. აღსანიშნავია, რომ აბს გაყოფის ხაზიც აქვს, რომელიც დოზის განახევრებისთვის განკუთვნილი არ არის. თუ პაციენტისთვის მეტად კომფორტული იქნება, შეუძლია ტაბლეტი შუაზე გატეხოს და ორ ნაწილად მიიღოს. 

როგორც წესი, წამლის ზუსტ დოზირებას ექიმი ადგენს, თუმცა გარკვეული რეკომენდაციების ამოკითხვა მის ინსტრუქციაშიც შეგვიძლია. კერძოდ, მოზრდილებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც მინიმუმ 40 კილოგრამს იწონიან, თერაპიული დოზა თითო აბია – ორჯერ დღეში, ხოლო მაღალი დოზა – თითო აბი, სამჯერ დღეში. 

რაც შეეხებათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს – ამ შემთხვევაში აუგმენტინის პერორალური სუსპენზია გამოიყენება. თუ ბავშვი 40 კილოგრამამდეა, აუგმენტინის მიღებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს. 

არ შეწყვიტოთ წამლის მიღება თვითნებურად, ასევე არ დალიოთ ორმაგი დოზა. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ აუგმენტინით მკურნალობა მხოლოდ 2 კვირის განმავლობაშია სასურველი. აღნიშნული 14 დღის გასვლისთანავე, არსებული შედეგი ექიმმა უნდა შეაფასოს. კურსიც სწორედ მისი მითითებით უნდა გაგრძელდეს. 

აუგმენტინი 1000 – ფასი და ხელმისაწვდომობა

აუგმენტინი იმპორტირებული პრეპარატია, რომლის შეძენაც საქართველოში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. მათ შორის, ფარმადეპოში. წამლის ზუსტი ღირებულებისა და მარაგების შესახებ ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ მათ ვებ გვერდს ეწვიოთ ან აფთიაქში ფიზიკურად მიხვიდეთ. აღსანიშნავია, რომ მედიკამენტის შეძენა ონლაინაც შეიძლება. 

ზოგადად, პრეპარატის – აუგმენტინი 1000, ფასი სხვადასხვა ფაქტორით ისაზღვრება. ესენი შეიძლება იყოს წამლის დოზა, სეზონურობა, ინფლაციის დონე, სააფთიაქო ქსელში მიმდინარე აქციები და სხვა ობიექტური მიზეზები. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ღირებულება ცვალებადია ხოლმე. 

გვერდითი ეფექტები, სიფრთხილის ზომები და რეკომენდაციები

სხვა პრეპარატების მსგავსად, აუგმენტინსაც ახასიათებს რიგი გვერდითი მოვლენები, რომელთაგან უმეტესობა მსუბუქია, თუმცა ზოგჯერ, საქმე უფრო სერიოზულ შემთხვევებთანაც გვაქვს. 

გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მსუბუქი გამონაყარი, მონელების გაძნელება, ქავილი, თავბრუსხვევა და სისუსტე – ესენი მსუბუქი გვერდითი ეფექტებია. 

რაც შეეხება სერიოზულ შემთხვევებს, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. კერძოდ, ასეთია ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, სისხლძარღვების ანთება – წითელი ან იისფერი ლაქები, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, გონების დაკარგვა, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, სახსრების ტკივილი, ასევე კისერში, იღლიაში ან საზარდულში ლიმფური ჯირკვლების გადიდება. გარდა ამისა, აუგმენტინმა შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, რომელსაც ხშირად თან ახლავს სისხლი და ლორწო. ასევე, ვაწყდებით ენტეროკოლიტის სინდრომს, რომელიც გრძელვადიანი ღებინებით ხასიათდება და ძირითადად ბავშვებში გვხვდება. 

ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), სიყვითლე, თირკმლის მილაკების ანთება, კრუნჩხვები, სისხლის შედედების შეფერხება და ჰიპერაქტიურობა. 

გაითვალისწინეთ, რომ აუგმენტინის მიღებამდე, ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს მონონუკლეოზი, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები, არარეგულარული შარდვა აქვს. 

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ აუგმენტინი ეფექტური საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა სახის ინფექციას სწრაფად უმკლავდება. იმისთვის, რომ მისი გამოყენება მაქსიმალურად უსაფრთხო და შედეგიანი იყოს, აუცილებელია ექიმის რჩევებისა და ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინება. 

 

Exit mobile version